“ნაციონალურ მოძრაობა” დედაქალაქის მერს სასამართლოში უჩივის. მთავარი ოპოზიციური პარტია კახი კალაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. საქმე 11 აგვისტოს გლდანის მოსახლეობისთვის 1 ლარად გადაცემულ უძრავი ქონებას ეხება. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაა
60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა – მას ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...










