პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გუნდს სუს-ის თანამშრომლები დაყვებიან.
ქემოკლიძის თქმით, თელავსა და გურჯაანში საარჩევნო შეხვედრების დროს გიორგი გახარიას ავტომობილს მანქანებით მიყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვის ხვდება ყოფილი პრემიერმინისტრი.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი 2011-2012 წლის “მავნებლურ პრაქტიკას” იმეორებს.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში ვიყავით კახეთში, რა დროსაც ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები ზედმიწევნით, დეტალურად აკვირდებოდნენ ამ პროცესებს. სამწუხარო ფაქტია იმიტომ, რომ ქვეყანას უსაფრთხოების, დაზვერვის და არსებული ოკუპაციის კუთხით აქვს უკიდურესად ბევრი გამოწვევა და სუს-ის და შსს-ს რესურსი ცდება იმაზე, რომ დააკვირდნენ გახარია ვის ხვდება. დღეს არის გაცილებით ბევრი პრობლემა უსაფრთხოების სექტორში, ვიდრე ის, რომ უსაფრთხოების სამსახური აკვირდებოდეს, თუ ვის ხვდება ყოფილი პრემიერმინისტრი საარჩევნო კამპანიისას”, – ამბობს ქემოკლიძე.