ბოლო 10 დღის განმავლობაში “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში 7 ახალშობილი დაიბადა.
ახალშობილებიდან ორი საკეისრო კვეთის, 5 კი ბუნებრივი სამშობიარო გზით მოევლინა ქვეყანას. ყველა ახალშობილის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოვიდდადებით და ვირუსზე საეჭვო ორსულებს იღებს.
მეან-გინეკოლოგები: გიორგი ქებულაძე, ნინო რამიშვილი, თეონა ლორთქიფანიძე, გიორგი სხილაძე.
ნეონატოლოგები: ნათია ხაჩიძე, მაია მერაბიშვილი, მაკა გეგეშიძე
ანესთეზიოლოგები: ტარიელ კუხიანიძე, გიორგი კუბლაშვილი