ვროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება.
ლუკაშენკო ძალისმიერ გზით მოხვდა ხელისუფლებაში 09/08/2020-დან არჩევნების გაყალბების შედეგად.
ბელარუსიდან გახიზნული პირები, რომლებმაც უსაფრთხო თავშესაფრი იპოვეს საქართველოში, უნდა იყვნენ სრულად დაცულები”, – წერს მარინა კალიურანდი Twitter-ზე.










