ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, დაიწყება თუ არა სექტემბერში სწავლა საკლასო ოთახებში. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დამოკიდებულია 4 სექტემბერისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ