ტოცილიზუმაბთან დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული, რომ მოახდინონ რეალიზაცია. ასევე მთავარ მომწოდებელთან ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა, ჩვენ გვაქვს პრეპარატზე დასტაბილურებული ფასი და კლინიკებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ეს პრეპარატი არა გაზრდილი ფასით.
არაერთხელ დაფიქსირდა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტების პატრონებს აღნიშნული პრეპარატის შეძენას, რაც არის დაუშვებელი. კლინიკები ვალდებულები არიან მომესახურონ პაციენტებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იქნება კოვიდით მკურნალობის პროცესში.
ამ პრეპარატის შემოტანა გრძელდება. მოხდა ისე, რომ გარკვეულმა კლინიკამ შეიძინა მარაგი, რომელიც მას არ ესაჭიროება, ჩვენ ამ პროცესშიც ჩავერთვებით და მოვახდენთ პრეპარატის თანაბარ გადანაწილებას- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
ცნობისთვის პრეპარატი ტოცილიზუმაბი (სავაჭრო დასახელება: აქტემრა) სიკვდილისა თუ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანის რისკს საგრძნობლად ამცირებს, რაც საბოლოოდ ჰოსპიტალში გატარებულ დროსაც ამოკლებს. აღნიშნულ დასკვნამდე COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებული კვლევის (RECOVERY) ავტორები მივიდნენ