ველოდებით აეროპორტზე გასვლას, თალიბანი არ გვერჩის და არც ადგილობრივები, – ამის შესახებ ამჟამად ქაბულში მყოფი ქართველი პავლე მაკარიძე „ფეისბუქში“ ელენე ხოშტარიას პოსტზე კომენტარებში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ავღანეთში დარჩენილი ქართველები სამშობლოში დააბრუნოს.
„ვართ ჯერჯერობით ცოცხლები, მშვიდად და ჯანმრთელად… ოჯახები გვყავს მანდ და გაითვალისწინეთ. ნუ წერთ ასეთ სისულელეს. ოჯახებზე მოქმედებს.
მთავრობა კავშირზე გვყავს. ყველაფერს აკეთებენ და უკვე მათი მხარდაჭერა ძალიან დიდია. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გვყავს აქ და სულ გამოშტერდნენ, ასეთი მხარდაჭერა როგორ გაქვთო.
ველოდებით აეროპორტზე გასვლას, თალიბანი არ გვერჩის და არც ადგილობრივები“, – წერს მაკარიძე.
ეს კომენტარი პავლე მაკარიძემ გააკეთა ელენე ხოშტარიას პოსტზე გუშინ გააკეთა: „SOS ქაბულში არის ჩარჩენილი 22 ქართველი, ვინც ითხოვს გამოყვანას. ხვალ აეროპორტი იკეტება ჩემი ინფორმაციით“.










