ესპანეთში, ორ რეგიონში ტყის მასშტაბური ხანძრების გამო 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას AP ავრცელებს.
ავილას პროვინციაში სტიქიასთან საბრძოლველად ორი თვითმფრინავი, შვეულმფრენი და დაახლოებით 200 მეხანძრე გაგზავნეს.
კასტილიისა და ლეონის რეგიონულმა მთავრობამ რამდენიმე სოფლიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. 500-ზე მეტი ადამიანი სპორტულ დარბაზში გადაიყვანეს, სადაც დროებითი თავშესაფარი მოეწრო.
ჭექა-ქუხილის შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო ვალენსიის ერთ-ერთი დასახლებიდან 300 ადამიანი გაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამხედრო ქვედანაყოფმა ცეცხლის ჩასაქრობად ორი ვერტმფრენი და თვითმფრინავი გაგზავნა.
ამასთან, შაბათს ესპანეთში ტემპერატურის ახალი რეკორდი +47.2 გრადუსი დაფიქსირდა.










