ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის თვითმფრინავი მათი ქვეყნის საჰაერო სივრცეში არ შესულა და ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაშვებულა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ტაჯიკურ მხარეს ავღანური მხრისგან შესაბამისი მოთხოვნა არ მიუღია”, – განაცხადეს უწყებაში.
ამრიგად, ავღანეთის პრეზიდენტის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი” ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.










