თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატში აცხადებენ, რომ 36 ადამიანი, კასთამონუს პროვინციაში დაიღუპა, შვიდი მოქალაქე ემსხვერპლა სტიქიას სინოპში, ერთი კი – ბართინში.
მაშველები რამდენიმე დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 1300-ზე მეტი ადამიანი.