ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“პანდემიის დაწყებიდან რამდენჯერმე ავღნიშნე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები არც ერთი წამით არ დაკეტილა ავსტრიაში!
პირიქით დაამატეს ტრანსპორტი რომ დისტანციის დაცვა შესაძლებელი ყოფილიყო!
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი!
მოარგეთ შეზღუდვები პანდემიის განუყოფელ ატრიბუტებს: დისტანცია, ნიღაბი და ჰიგიენა!
თუნდაც იმ მედპერსონალს რას უპირებთ სამსახურში დროულად რომ უნდა მივიდეს? თან 300 ლარი აქვს ხელფასი და ყველას შავი ჯიპი არ ჰყავს!”, – წერს ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში.










