ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, გორელი პოლიციელის ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ეს ვიდეო ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ამხელს და ადასტურებს შემდეგს:
1. ამ ხელისუფლების რყვნისა და ხრწნის პროცესი უკვე შეუქცევადია.
2. მთელი ვერტიკალი, მათ შორის პოლიცია დაბეჩავებულია და არის ერთი კაცის პირად მორჩილებაში.
3. ძალიან ბევრი პოლიციელი ვერ ბედავს იმას, რაც გაბედა ამ პოლიციელმა და უსიტყვოდ ემორჩილება ყველა უკანონო ბრძანებას.
4 პოლიციელები არიან ოლიგარქისა და მისი მარიონეტების ტყვეობაში და ჩვენი ვალია დავიხსნათ ისინი ამ ტყვეობიდან”, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ ხელმძღვანელობამ დღეს მას სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მიზეზი კი არ განუმარტავთ.
სამართალდამცველმა ფაქტის შესახებ საზოგადოებას უფროსის კაბინეტიდან ჩართული ფეისბუქლაივით აცნობა.
მოგვიანებით კი, თამაზ ჯოხაძის “ფეისბუქჩართვას” შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა.










