გლობალური დათბობა 1.5 გრადუსი ცელსიუსით წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის კატასტროფა იქნება.
მეცნიერების თქმით, ამ რეგიონის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია ზღვის მოქცევის დონე იზრდება, ძლიერი ციკლონები გახშირდა, ფიქსირდება გვალვა და გრუნტის წყლების დამარილება, რაც სოფლის მეურნეობას ძალიან აზარალებს.
გარდა ამისა, ბევრი ზღვის დონის ამაღლების გამო ბევრი კუნძული იძირება. მეცნიერთა აზრით, ეს კატაკლიზმები პლანეტის დათბობისას კიდევ უფრო გახშირდება.
“გლობალური დათბობით, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად წყნარი ოკეანის კუნძულები დაზარალდება .
ჩვენ გავაგრძელებთ ზღვის დონის აწევაზე დაკვირვებას ეს კირიბატის, ვანუატუსა და სოლომონის კუნძულების მსგავს ადგილებს დაუსახლებელს გახდის”, – განაცხადა Greenpeace Australia Pacific–ის ხელმძღვანელმა ნიკოლა კაზულემ.










