ლიეტუვის პოლიციამ ვილნიუსში, სეიმის შენობასთან მომხდარი არეულობების ორგანიზაციის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
დაკავებულია აქციის 26 მონაწილე.
10 აგვისტოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა რამდენჯერმე ცრელმსადენი აირი გამოიყენეს.
სეიმის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მთავრობის მიერ დაანონსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. ახალი რეგულაციები შეეხება პირებს, ვისაც კორონავირუსისადმი იმუნიტეტი არ აქვს და ტესტების ჩატარებაზე უარს აცხადებს