წყაროს ინფორმაციით, ქუთაისში არსებული თითქმის ყველა რესტორანი ხალხმრავალ ქორწილებს მასპინძლობს, მათ შორის, სავარაუდო სტუმართა რაოდენობა 300-400 კაცს აღწევს.
ამ ფაქტის გადასამოწმებლად მისულთ რესტორან ,,ასტორიას ” რკინის ჭიშკარზე აფარებული ფირფიტები დაუხვდათ.
ჩვენ შევეცადეთ ინფორმაციის შსს-ში გარკვევას. მათ განაცხადეს, რომ ისინი ადგილზე გადაამოწმებენ აღნიშნულ ინფორმაციას.
p.s. მაშინ, როცა კოვიდ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულად მატულობს, კანონმორჩილებასთან ერთად მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო.