ავიცრათ თუ არა?
როგორც ექიმი ვთვლი- ვაქცინა კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარია! ადამიანის გონის დიდი შესაძლებლობების ნათელი დასტური.
მას შემდეგ რაც ადამიანი როგორც მოაზროვნე არსება შეემატა დედამიწის მრავალფეროვნებას, ევოლუციის პროცესი ორი გზით წარიმართა.
1. ადამიანის გონის წყალობით -მეცნიერული გზით, რომელიც გაცილებით მოკლე გზაა.
2. ძველი, ბუნებრივი გადარჩევის გზა.
იმის თქმა მსურს ჩემო ძვირფასებო, რომ სულ რომ არავინ ავიცრათ კაცობრიობა არ გადაშენდება, იქნებიან ინდივიდები რომელთაც მდგრადი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდებათ კორონავირუსის მიმართ, შთამომავლობასაც ასეთს დატოვებენ და იცხოვრებენ დედამიწაზე ბედნიერად .
თქვენ კი თუ გინდათ “”ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სეზონს უყუროთ აირჩიეთ პირველი, მეცნიერული, გონიერი გზა, აიცერით.
ჩვენი ყოველი კონტაქტი ახალ მიკრო თუ მაკროორგანიზმთან აცრაა ერთგვარი, ნუ შეგაშინებთ ეს პროცესი.
1700 წელს დედამიწის მოსახლეობა იყო 600 მილიონი.
დღეს დედამიწის მოსახლეობა არის 7.7 მილიარდი.
იცით ეს რას ნიშნავს? იცით რატომ? ლომის წილი ამ ამბავში ზუსტად ვაქციანიაციას და მეცნიერებას უჭირავს.
ჩვენ გვქონდა ისტორიული შანსი მსოფლიოს სხვა თვალით დავენახეთ:
არაფანატიური, არაჭორებსაყოლილი, არაცრუმორწმუნე ერი.
ეს შანსი გაშვებულია, მაგრამ გადარჩენის შანსი გვაქვს და ამ შანსის არ გამოყენებასაც ისე გულგრილად შეხვდება მთელი კაცობრიობა როგორც პირველის განიავებას.
გახსოვდეთ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ერთმანეთით ვართ ძლიერები, ჩვენ ჩვენს შვილებს ვჭირდებით, ჩვენს მშობლებს, ჩვენს მეგობრებს.
აიცერი და გააგრძელე სიყვარული. აიცერი და გაგრძელე საქართველო!”-წერს ცნობილი ნეიროქირურგი გოგა გეგია.










