საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში კაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა.
გამოძახების ადგილზე მისულ პოლიციელებს ავტომობილში მსხდომი ორი კაცი დახვდათ.
პოლიციამ ერთი ადგილზე დააკავა, მეორემ კი გაქცევა სცადა. ის ერთ-ერთი სახლის ეზოში დაიმალა, საიდანაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
სროლის შედეგად, სამართალდამცველები არ დაშავებულან, დაკავებულმა კი მუცლისა და ფეხის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო.
მსროლელის დაკავების შემდეგ პოლიციამ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.