მიგრანტებით დატვირთული ნავის გადაბრუნების შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისინი საჰარის დასავლეთიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, Walking Border-ის დამფუძნებელი ჰელენა მალენო, რომელიც მიგრაციული ნაკადების მონიტორინგს აწარმოებს, აცხადებს, რომ ნავის ჩაძირვის შედეგად 42 ადამიანი, მათ შორის 30 ქალი, რვა ბავშვი და ოთხი მამაკაცი დაიღუპა.
სავარაუდოდ ნავის გადაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო.
პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში დასავლეთ აფრიკიდან სულ მცირე 7 531 ადამიანმა მიაღწია კანარის კუნძულებს.
ესპანეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 136% შეადგინა.










