LIVE TV
შაბათი, ოქტომბერი 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფ საწართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს

დაპოსტა 2021/08/07-ში
110
ნახვა
გაზიარება

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ხანძრების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს და სოციალურ ქსელში ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.

“ძვირფასო თანამემამულეებო!

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე.

 საქართველოს საელჩო რეგულარულად ავრცელებს განცხადებებს და მოუწოდებს თანამემამულეებს ზედმიწევნით გაითვალისწინონ საბერძნეთის მთავრობის რეკომენდაციები. 

საელჩოს ოფიციალურ გვერდზე დევს და სისტემატურად ზიარდება უწყვეტ რეჟიმში მოქმედი საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი 6995779793.

ასევე საბერძნეთის სახანძრო სამსახურის (199), პოლიციის (100), სასწრაფო დახმარების (166) ნომრები. 

საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით ყველას, როგორც ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს, ისე თითოეულ ჩვენს თანამემამულეს:

თუ ფლობთ, ან მიიღებთ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეს ესაჭიროება დახმარება, ოპერატიულად დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე 6995779793,

ან მოგვწეროთ საელჩოს/ საკონსულო სამსახურის ფეისბუქ გვერდებზე.გარდა ამისა, საელჩოს წარმომადგენლები,

ელჩი, კონსული და სხვა თანამშრომლები, მუდმივ კავშირზე არიან დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ცალკეულ პიროვნებებთან,

თუ მიიღებენ რაიმე ინფორმაციას გაჭირვებაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების თაობაზე, დაუყოვნებლივ აცნობონ საელჩოს.

რამდენიმე დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მოქალაქემ შემოგვთავაზა, იმ შემთხვევაში, თუ ხანძარი დააზარალებს ჩვენს რომელიმე თანამემამულეს, უზრუნველყონ ისინი დროებითი თავშესაფრით. 

საელჩო მუდმივ კავშირზეა საბერძნეთის ყველა კომპეტენტურ უწყებასთან, მათ შორის, სახანძრო სამსახურთან და მოქალაქეთა დაცვის სამინისტროსთან, რათა მუდმივად მოხდეს ინფორმაციის განახლება.

ამ უწყებების ინფორმაციით, ამ დრომდე მსხვერპლი არ არის. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული დამწვრობით, ძირითადად მეხანძრეები.

დაზარალებულთა შორის არავინაა ქართველი.

 საელჩოს ინფორმაციით, აგიოს სტეფანოსის რამდენიმე მოსახლე, რომლებიც არიან ჩვენი თანამემამულეები, საკუთარ ბერძენ დამსაქმებლებთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით, სახიფათო ზონიდან გადაიყვანეს სასტუმროში. 

საბერძნეთის ხელისუფლება მობილიზებულად და კომპეტენტური უწყებების კოორდინირებული მუშაობით უმკლავდება სტიქიას, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყნის ათობით რეგიონში მძვინვარებს.

დროულად ხერხდება მოსახლეობის სახიფათო ზონებიდან ევაკუაცია. 6 აგვისტოს, დილით, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრს,

დავით ზალკალიანსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოს დენდიასს შორის. ქართველმა მინისტრმა ბერძენ კოლეგას გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანადგომა.

დავით ზალკალიანმა მწუხარება გამოთქვა საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით, სოლიდარობა გამოხატა ბერძენი ხალხისა და მთავრობის მიმართ. მინისტრი დაინტერესდა საბერძნეთში ხანძრების მხრივ დღეს არსებული ვითარებით და ასევე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოების მიმდინარეობით. 

დღესვე დაგეგმილია სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუს შორის. 

ქვეყნის ხელისუფლება ორგანიზებულად ცდილობს სტიქიასთან გამკლავებას და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას.

ამ დროისთვის ათენში ყველა სამსახური მუშაობს და მოსახლეობას სერვისები უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, არ არის გამორიცხული დენის და წყლით მიწოდებაში იყოს შეფერხებები.

ქვეყნის მოსახლეობა მაქსიმალურად მობილიზებულია, ინარჩუნებს სიმშვიდეს და მაქსიმალურად მიყვება იმ ინსტრუქციებს, რომლებიც მათ ტელევიზიითა და ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებებით მიეწოდება. 

მოგიწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საჭიროების შემთხვევაში, მოგვმართოთ, რათა ოპერატიულად აღმოგიჩინოთ დახმარება. გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 17, 2025
239
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები. კანონის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა – გენერალური პროკურორი

ოქტომბერი 17, 2025
75
მთავარი

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების...

დაწვრილებითDetails

პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს – პესკოვი

ოქტომბერი 17, 2025
8
MOSCOW, RUSSIA - DECEMBER 17, 2020: Russia's Presidential Spokesman Dmitry Peskov looks on during the 16th annual end-of-year news conference by Russia's President Vladimir Putin at the World Trade Centre. Sergei Bobylev/TASSРоссия. Москва. Пресс-секретарь президента РФ Дмитрий Песков во время большой ежегодной пресс-конференции президента РФ Владимира Путина в Центре международной торговли на Красной Пресне. Сергей Бобылев/ТАСС
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს. „ის შეიძლება გაიმართოს ორ კვირაში, ან უფრო გვიან. არსებობს საერთო აზრი, რომ...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი

ოქტომბერი 17, 2025
187
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7079 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7095 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

სამი ზოდიაქოს ნიშანი ახალ წლამდე ბედისწერისგან განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს

ოქტომბერი 17, 2025
40
მთავარი

ასტროლოგების თქმით, ახალ წლამდე ცა განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს სამ ზოდიაქოს ნიშანს. მათ წინ ელით შესაძლებლობები, რომლებმაც შეიძლება ბედი შეცვალოს. დაწყებული შემოსავლის ზრდით, დამთავრებული კარიერული წინსვლით. იღბლის კარი გაიღება, თუმცა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

18 ოქტომბერს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა

ოქტომბერი 17, 2025
7
მთავარი

18 ოქტომბერს  გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა. წმიდა გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი იყო. იგი დაახლოებით 759 წელს დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. მღვდლად კურთხევის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა წაიკითხოთ

ოქტომბერი 17, 2025
12
მთავარი

18 ოქტომბერს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა. ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წავიკითხოთ: ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩუენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩუენთანა ხარ, განჰმზადებული ჩუენთჳს ადგილსა...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგებმა ნოემბრის ფავორიტი ნიშნები დაასახელეს

ოქტომბერი 17, 2025
115
მთავარი

ნოემბრის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები: მორიელი ნოემბერი მორიელებისთვის ნამდვილად თავისებური თვეა! ეს არის მათი მზაკვრული და ძლიერი პერიოდები, როდესაც ისინი იყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას პირადი და პროფესიული მიზნების მისაღწევად. მორიელები მომავალი...

დაწვრილებითDetails

“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება” – სააკაშვილი

ოქტომბერი 17, 2025
15
მთავარი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს,...

დაწვრილებითDetails

“ამ ჯერზე ევროპული განათლების სისტემისგან გვთიშავს” – სალომე ზურაბიშვილი კობახიძის განცხადებაზე

ოქტომბერი 17, 2025
27
მთავარი

კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».