,,დღეს,დილის 6:30 დან დავიწყე ჩემი სამცველოს შემოვლა და სახლში ახლაღა დავბრუნდი. შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო.
ჯერ აქამდე არნახული ხეობები და კანიონები ვიხილე, მერე კლდეზე გადმოკიდებული ჯიხვი შევნიშნე, რომელიც გაკვირვებული დაგვცქეროდა მაღლობებიდან მე და ჩემს კოლეგას, დათო გელაშვილს.
ჯერ ჯიხვის შთაბეჭდილება არ მომელია, 15 მეტრში უზარმაზარი მურა დათვი წამომიხტა და ბუჩქებისკენ მოკურცხლა. მერე ცოტა ხანს გაჩერდა ვეებერთელა თავი ჩვენსკენ მოატრიალა, შეგვათვალიერა და ნელი ნაბიჯით ტყისკდნ გაუჩინარდა.
სამწუხაროდ ვერც დათვის და ვერც ჯიხვის გადაღება ვერ მოვასწარი.”- წერს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან გიორგი ედიშერაშვილი.