როგორც მოგეხსენებათ ლიონელ მესიმ “ბარსელონა” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ფრანგული გამოცემის, RMC -ის თანახმად 34 წლის არგენტინელი “პსჟ”-ში გადასვლასთან არის ახლოს.
აქვე გეტყვით, რომ ლეომ ბარსელონას მაისურით ჯამში 778 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 672 გოლი და 305 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება თასების რაოდენობას-10 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, 7 ესპანეთის თასი, 8 ესპანეთის სუპერთასი, 3 ევროპის სუპერთასი, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.










