LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ მორიგ გადაგდებას არ აიტანენ – პოლიტიკოსები ელჩების განცხადებაზე

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მე-4 ანგარიში გამოაქვეყნა

დაპოსტა 2021/08/06-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს და ევროკომისიის წინა წლის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც პროგრესს განიცდის.

საქმე ის არის, რომ 2021 წლის 4 აგვისტოს ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მე-4 ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უვიზო რეჟიმს დადებითი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს, როგორც პარტნიორი, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

“ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ საზღვრის მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის დახმარების პროგრამის SAFE-ისა და წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით ლატვიის ხელშეწყობით. ანგარიში მიესალმება, რომ 2021 წლის 11 თებერვალს საქართველომ განაახლა სამუშაო შეთანხმება ევროკავშირის საზღვრის მართვის სააგენტოსთან (Frontex).

ანგარიში ასევე მიესალმება საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც გაუმჯობესებული კონტროლის გზით, საქართველოს მხრიდან უვიზო რეჟიმის დარღვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ანგარიში ასევე მიესალმება ქვეყნის შიგნით მიგრაციის მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს, მათ შორის 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას, რისკების ანალიზის ერთიანი სისტემისთვის მეთოდოლოგიის დამტკიცებას და სხვა. ასევე, მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რომ საქართველოს 2021 წლის მარტიდან ევროპის მიგრაციის ქსელში (EMN) დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეადმისიისა და დაბრუნების კუთხით, რაც უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად.

საერთო ჯამში, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ევროკომისიის წინა ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის საქართველოს მხარის ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების შემცირების მიზნით – საკანონმდებლო ცვლილებების, FRONTEX-თან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და პოლიციის ატაშეების ქსელის მეშვეობით.

2020 წელს საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, საიდანაც განსაკუთრებით შემცირდა თავშესაფრის განაცხადების რაოდენობა. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს თავშესაფრის განაცხადები 60 %-ით შემცირდა, ხოლო დადებითი გადაწყვეტილებების წილი 4,1 %-დან 4,6 %-მდე გაიზარდა.

2020 წელს საქართველოდან საზღვრის უკანონო კვეთის მხოლოდ 30 შემთხვევა დაფიქსირდა (2019 წელთან შედარებით 10-ჯერ ნაკლები). ასევე, შემცირდა (13 %-ით) ევროკავშირში უკანონოდ მყოფი პირების რიცხვი.

ანგარიში ზოგადად, დადებითად აფასებს უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან და ევროკავშირის სააგენტოებთან (Europol, Eurojust). ასევე, დადებითად არის შეფასებული საქართველოს მხრიდან ორგანიზებული დანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლა.

წლის განმავლობაში, ქვეყნის მიერ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების, ადამიანებით უკანონო ვაჭრობისა და კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო და ოპერატიული საქმიანობა თანხვედრაში იყო ევროკავშირის რეკომენდაციებთან.

საქართველო ასევე დადებით შეფასებას იმსახურებს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით – ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ყველა რეკომენდაცია ნაწილობრივ ან სრულად შესრულებულია.

ევროკომისია ძალზედ დადებითად აფასებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყნის მიერ განხორციელებულ, როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, ისე საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობას.

ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღას. დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს უვიზო რეჟიმის წინაპირობებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) და 2020 წლის განმავლობაში ამ ქვეყნების მიერ, ევროკომისიის წინა ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებას აფასებს.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 7 წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში სარგებლობენ, ანგარიში ასევე მიმოიხილავს, თუ როგორ განაგრძობენ მოცემული ქვეყნები უვიზო რეჟიმისთვის განსაზღვრული წინაპირობების შესრულება”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"