“მზად ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღსადგენად, იმდენად, რამდენადაც ქართული მხარე არის ამისთვის მზად”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა.
საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ოფიციალურ მოსკოვს ქართველი პარტნიორების საღი აზრის იმედი აქვს.
“რუსეთი არასდროს სვამდა ტოლობის ნიშანს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ერს შორის.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობების დამყარებას დაიწყებენ, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით”, – განაცხადა ბიკანტოვმა.










