ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების საპასუხოდ, ისრაელის არმიის არტილერიამ სამხრეთ ლიბანის სამიზნეებზე იერიში დაიწყო. ინფორმაციას Newsru.co.il ავრცელებს.
მანამდე ისრაელის ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში განგაშის სიგნალები ამოქმედდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ აფეთქების ხმა გაიგეს.
მოგვიანებით, ისრაელის არმიამ განმარტა, რომ სამხრეთ ლიბანიდან სამი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ორი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ისრაელში ვარაუდობენ, რომ დაბომბვა პალესტინის ჯგუფების მიერ განხორციელდა.
ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.










