LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შსს-მ 5 ნარკორეალიზატორი და 3 ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი დააკავა

შსს-მ 5 ნარკორეალიზატორი და 3 ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი დააკავა

დაპოსტა 2019/10/11-ში
A A
124
ნახვა
გაზიარება

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისში ერთი პირია დაკავებული. 1992 წელს დაბადებული ი.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 1303 აბი და 16 ნატეხი, ასევე, 2900 აშშ დოლარი და 100 ლარი. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, ასევე, ამოიღეს ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ 40 აბი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია რუსთავში დაკავებული. პოლიციამ, 1982 წელს დაბადებული ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 963 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს, მისი წევრები კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1972 წელს დაბადებული ზ.ბ., 1976 წელს დაბადებული ა.თ. და 1971 წელს დაბადებული ბ.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში ათავსებდნენ და მათი შეძენის მსურველებს, საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით, აღნიშნული ლოკაციების ამსახველ ფოტოებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების ავტომანქანის, საცხოვრებელი სახლების და პირადი ჩხრეკისას, 170 აბი „სუბუტექსი და „სუბოქსინი“, 19 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, 7 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი, სავარაუდოდ, ე.წ. სირეცი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ბიო, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ კრისტალები, „ჰეროინი“ და „მეტადონის“ ნატეხები – კრისტალებისა და ფხვნილის სახით, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა. 1988 წელს დაბადებული ი.ც.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება “ამფეტამინი”, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ბიო და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება “მარიხუანა”.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ ი.ც.-ს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში განთავსებული ჰქონდა სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ ბიო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ე.წ. ბიო.

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი. 1991 წელს დაბადებული ვ.ჰ.-ს პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ მისი ფეხსაცმელების ძირებიდან 500 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, 1959 წელს დაბადებული დ.დ.-ს ხელბარგის ჩხრეკისას, 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 26 კილოგრამი “ჰეროინი”, 2 კილოგრამი “კოკაინი”, 13500 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 23 კილოგრამი „მდმა“, 9,7 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 500 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

თეგები: დანაშაულინარკოდანაშაულინარკორეალიზატორი
გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ
მთავარი

იმერეთში პატარა ემილის გლოვობენ. როგორც ახლობლები წერენ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა. მეგა ტვ -ი იზიარებს ოჯახის მწუხარებას. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს აქვეყნებენ:   ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი...მოფრინდა,გულები აგვივსო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. მეგა ტვ -ის ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?
მთავარი

დედასთან, მეგობართან, საყვარელ ადამიანთან თუ დაქალთან - ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს? სელფი მობაილი ქუთაისში ქსელის გაუმჯობესებას ახალ შეთავაზებებთან ერთად აღნიშნავს. ქუთაისში, სელფის მაღაზიაში ნომრის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 1...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 25 მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, 23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „კვირის პალიტრასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება ერთ დღეში 31 დოლარით დაეცა და 4 509 დოლარით განისაზღვრა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ღირებულება...

დაწვრილებითDetails

დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დედის ლოცვა შვილებისთვის! ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი...

დაწვრილებითDetails

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ლევან ახობაძე დააკავეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე გუშინ დააკავა. ლევან...

დაწვრილებითDetails

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს- პროკურატურა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა...

დაწვრილებითDetails

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადამინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესი ვითარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი საფრთხეს უქმნის სოფლის სასაფლაოს და ისტორიულ ეკლესიას. სოფლის მკვიდრის გიორგი ზარქუას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"