ქუთაისის მერია ავტომშენებლის გამზირზე და ასათიანის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს.
სამუშაოების ითვალისწინებს როგორც ფასადების მოწყობას, ასევე წყალშემკრები მილების , ძაბრების, საცრემლეების, მეტალოპლასმასისი კარ-ფანჯრების მოწყობას და ა.შ
საუბარია ავტომშენებლის გამზირის : №14, №16 და №18, N10, N8 და N6 – ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებზე, ასევე იგეგმება ლადო ასათიანის ქუჩის №145-ში და №147ა -ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა.