სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა. გარბენი მრავალესოვნული სწავლების ნაწილია, რომელიც მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.
თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზიდან ქალაქ სენაკის ცენტრამდე გაირბინა.
სწავლების ხელმძღვანელებმა ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ცენტრალურ პარკში მდებარე ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.