ქუთაისში 1-2 ნოემბერს თემაზე ბიზნესის დაგეგმარება საოჯახო სასტუმროებისათვის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის ცენტრში გაიმართება.
“თუ ხართ მცირე სასტუმროს მფლობელი, ან საცხოვრებელი ფართის ტურისტებზე გაქირავებით ცდილობთ ბიზნესის განვითარებას. ხედავთ პოტენციალს, მაგრამ გიძნელდებათ იდეების და სამომავლო გეგმების ფორმულირება. მაშინ ეს ღონისძიება სწორედ თქვენთვის არის!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე დასასწრებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. დასწრება თავისუფალია.
შეხვედრას შვეიცარიული ფონდი BPN Georgia ქუთაისის სასტუმროების ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მართავს.