ბრიტანეთის დედაქალაქში ათობით მაგისტრალი და მეტრო სადგური ანომალიური წვიმის შედეგად დაიტბორა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
”ძლიერმა წვიმამ და ელჭექმა ლონდონის ნაწილში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მაშველები აცხადებენ, რომ კვირას რამდენიმე საათის განმავლობაში მათ 300-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს. ადგილობრივმა ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, საშიში პირობების გამო მოგზაურობისგან თავი შეიკავოს.
სამხრეთ – აღმოსავლეთ ინგლისის უმეტეს ნაწილში უამინდობის შესახებ გაფრთხილება მოქმედებს. ზოგიერთ რაიონში 75-დან 100 მმ-მდე ნალექს ელოდებიან.










