პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნოესთან” პირად ამბებზე ყვება. მან შვილებზე ისაუბრა. თქვა, რომ პოლიტიკოსობაზე არცერთი ფიქრობს.
“არ მოვახდენდი გავლენას არცერთ შემთხვევაში ჩემი შვილების არჩევანზე მითუმეტეს ამ მიმართულებით, თუ იქნება მათი გადაწყვეტილება ან ერთის ან მეორესი [პოლიტიკაში წასვლა]. შვილების გადაწყვეტილება მათი არჩევანია, მაგრამ მე არ ვისურვებდი მათ არჩევანზე გავლენის მოხდენას.
რაღაც მომენტი იყო, როდესაც უფროსი ბავშვი ამბობდა, რომ უნდოდა პოლიტიკოსობა, თუმცა შემდეგ მალე გადაიფიქრა. ახლა მისი სურვილია, რომ ბიზნესმენი გახდეს. ასეთი რაღაც მითხრა, რომ ჭაღარა გაგიჩინეს და 5 000 ლარი გაქვს ხელფასიო. ამიტომ გადაიფიქრა. პრაგმატულად მიუდგა ამ საკითხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ










