ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მესამე ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. როგორც კლინიკის ექიმმა მაია ჩხაიძემ “ნიუპოსტთან” საუბარში განმარტა, ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა გაუმჯობესებული:
“ბავშვი გუშინ საღამოს მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა, მდგოამარეობა ისევ საყურადღებოა, რადგან მკურნალობა ჯერ ისევ სჭირდება, თუმცა სამკვირიანი მართვითი სუნთქვის შემდეგ ამ ეტაპზე უკეთესობაა და ხელოვნური ვენტილაცია აღარ სჭირდება” – აღნიშნა ჩხაიძემ ” ნიუპოსტთან” საუბარში.
შეგახსენებთ, ციციშვილის კლინიკაში სამი ინფიცირებული ჩვილი იყო მოთავსებული, რომელთაგან ორი – ე.წ. ბრიტანული და ე.წ. ინდური შტამით იყო ინფიცირებული. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.