ვგმობ მედიაზე ძალადობას, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები”, – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 ივლისის მოვლენებს.
მან განაცხადა, რომ მსგავსი რამ, რაც ამ დღეს მოხდა, 90-იანი წლების მიტინგებზეც კი არ ახსოვს.
“ეს იყო კატასტროფა. ძალიან მძიმე იყო ყველასთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.










