ხარაგაულში მე-11 დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სოფელ ისლარის მკვიდრი, 35 წლის ჯონი ჭიპაშვილი სახლიდან 12 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
“დაკარგულს ოჯახი დღემდე ეძებდა საკუთარი ძალებით ნათესავებთან და ახლობლებთან. ოფიციალური განცხადება ძიების დაწყებასთან დაკავშირებით 19 ივლისს გაკეთდა.
თუ ვინმეს გაქვთ ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაკარგულ პირთან დაკავშირებით, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 593672068; 557 771928; 555405169.
წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის,”-აცხადებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.