საქართველოში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი “T-31” მომავალ წელს გამოვა. ის სრულად ადაპტირებული იქნება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სამხედრო მისიებში.
“T-31” უცხოური წარმოების აპარატების ანალოგია. ის გათვლილია როგორც ქართული ჯარისთვის, ისე საექსპორტოდ, ნებიმიერი ქვეყნის არმიისთვის.
“პირველად დრონების გამოყენება სამხედრო დანიშნულებით ამერიკელებმა დაიწყეს, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტმა მეტად ნათელი გახადა ამ იარაღის ეფექტურობა.
აზერბაიჯანულმა მხარემ თურქული და ებრაული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენა. რამდენიმე პარამეტრით ქართული „T-31“ არათუ ჩამორჩება, არამედ უსწრებს ამ ანალოგებს.
პროექტით გათვალისწინებულია მისი აღჭურვა ოპტიკურ-ელექტრონული და რადიოლოკაციური გადამცემების სისტემებით, რომელთა მეშვეობით განხორციელდება სამიზნის კოორდინატების აღმოჩენა და განსაზღვრა; ასევე მაზე ყენდება განადგურების შეიარაღება;
აპარატს 350 კგ-იანი შეიარაღებით შეუძლია, განახორციელოს ფრენა 24 საათის განმავლობაში, სადაზვერვო ერთეულზე დამატებითი საწვავი ავზების გამოყენების შემთხვევაში კი ფრენის ხანგრძლივობა 72 საათით გაიზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ანალოგთან მიმართებაში“, – განაცხადა მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა ვაჟა თორდიამ.










