დეპუტატი თამარ კორძაიამ თეა წულუკიანისა და “მთავარი არხის” ჟურნალისტის დაპირისპირების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ კულტურის მინისტრმა არ იცის რა არის კულტურა.
მისი თქმით, სამინისტრო, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ თეა წულუკიანი დაესაქმებინათ.
“ძალზედ სევდიანია ის რასაც ვუყურებთ, იმიტომ. რომ არ ვიმსახურებთ ამ ქვეყანაში უკულტურო კულტურის მინისტრს. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ასეთი კულტურის მინისტრი ჰყავთ.
არადა, ეს სამინისტრო ისევ იმიტომ შეიქმნა, რომ ქალბატონი თეა დაესაქმებინათ მინისტრის რანგში, მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად არ აქვს იდეები, იმდენად არ ესმის რა არის კულტურა, რომ ვერაფერს აკეთებს და თავის წარმოჩენის ერთადერთ გზად სწორედ ეს დაინახა- ძალადობა ჟურნალისტებზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.










