სუხიშვილების “ქართულმა ნაციონალურა ბალეტმა” ვერბიეს ფესტივალზე ორი კონცერტი ანშლაგით გამართა.
ვერბიე (შვეიცარია) კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლოა.
ამის შესახებ ,,სუხიშვილებმა” სოციალურ ქსელში დაწერეს.
“ვერბიე კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლოა.
რომ არა მსოფლიო პანდემია, ჩვენი ანსამბლის მონაწილეობა ვერბიეს ფესტივალზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიგეგმა, ფესტივალის დამაარსებლის, მარტინ ენგსტრომის ინიციატივით.
ა.წ. 18 ივლისს, ჩვენ, ანშლაგით, ოვაციებითა და ემოციებით სავსე ორი კონცერტი გავმართეთ ფესტივალის ფარგლებში.
გადაჭარბებისა და თავმდაბლობის გარეშე გვსურს გაგიზიაროთ ის აღფრთოვანება, რაც დავიმსახურეთ როგორც ფესტივალზე დამსწრე აუდიტორიის, ისე მისი დამფუძვნებლებისგან..
და არაფერი შეედრება, მეორე დღეს ქალაქში შემხვედრი ხალხისგან მიღებულ კომპლიმენტებით გამოწვეულ სიხარული”, – ნათქვამია სუხიშვილების სოციალური ქსელის გვერდის პოსტში.