სიძულვილის ნიაღვარის მსხვერპლი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
ეს არის უბედურება და ტრაგედია ნორმალურ ქვეყანაში. იგი არის მსხვერპლი წლობით ნაკვები სიძულვილის , რაც ქვეყნის მტრების მთავარი მიზანი და ამოცანა იყო.
ლექსო რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
მას სახის მიდამოებში მრავლობითი დაზიანება ჰქონდა მიყენებული. არაერთი ოპერაციის გაკეთების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.
როგორც გაირკვა, ლექსო დღეს დილით, ძლიეირი სისხლდენით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა










