12 ივლისიდან, 5 დღის განმავლობაში, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, რიკოთის გვირაბში 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. დროის აღნიშნულ პერიოდში, გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი ვერსია ჩნდება
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი ვერსია ჩნდება. სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სამგზავრო თვითმფრინავს რუსეთის ტერიტორიიდან ესროლეს. ამის მიზეზად სპეციალისტები იმ დაზიანებებს ასახელებენ, რომლებიც ხომალდს გარედან ეტყობა. არის ორი...