ჩინეთის ხელისუფლებამ 500 მეტრზე მეტი სიმაღლის ცათამბჯენების მშენებლობა აკრძალა. ამის შესახებ South China Morning Post წერს.
ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცათამბჯენებს, რომელთა სიმაღლე 250 მეტრს გადააჭარბებს, მკაცრი შეზღუდვები უნდა ჰქონდეს, ხოლო 100 მეტრზე მეტი სიმაღლის ნაგებობები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მასშტაბებსა და ხანძრის ქრობის შესაძლებლობებს.
ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომისიამ ეროვნულმა
ასეთი შეზღუდვები დააწესა მას შემდეგ რაც შენჟენში 72 –სართულიანმა ცათამბჯენმა SEG Plaza დაუდგენელი მიზეზით რყევა დაიწყო.
ცნობისთვის, 20 მაისს ჩინეთის ქალაქ შენჯენში 300-მეტრიანმა ცათამბჯენმა მოულოდნელად რხევა დაიწყო. ჩინეთის სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გამორბის ხალხი შენობიდან და ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას.










