LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქარელში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკვეს

ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

დაპოსტა 2021/07/06-ში
A A
33
ნახვა
გაზიარება

პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, სამ პირს – ზ.ჭ.-ს, მ.დ.-ს და ზ.მ.-ს ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა.სამართალდამცველებმა ზ.მ., მ.დ. და ზ.ჭ. 2021 წლის 5 ივლისს დააკავეს. 

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 23 პირი, მათ შორის 17 ჟურნალისტი და ოპერატორი.

აქვე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს. 

საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს”, –

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 179 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.43%-ით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

კვირის დასაწყისი საკმაოდ ინტენსიური და ემოციურად დატვირთული იქნება. მომდევნო დღეებში განწყობა შედარებით ოპტიმისტური გახდება, თუმცა მოვლენები შესაძლოა, კვლავ დაუგეგმავად განვითარდეს. კვირის დასასრული კი პრაგმატულ მიდგომას, დისციპლინასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. კვირის...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუშინ კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, რუს­თა­ვი-ლი­ლოს გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს....

დაწვრილებითDetails

“ჩემი შვილი სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა” – რას ჰყვება მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
“ჩემი შვილი სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა” –  რას ჰყვება მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა
მთავარი

ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 10 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბი და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძემ ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში გა­ა­ტა­რა....

დაწვრილებითDetails

ბადრაგების მხრიდან ძალის გამოყენება ნორმალური მოვლენაა – ირაკლი კობახიძე დავითაძის საქმეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის მიმართ ბადრაგების მიერ ძალის გამოყენებას „აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენას“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდება მტკიცებულებებით არ დასტურდება და ამას ვერც პროკურატურის გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა დავთმოთ, განვითარება დავთმოთ, თუ რა დავთმოთ? . ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის. ნებისმიერი -...

დაწვრილებითDetails

ცხოვრობთ თუ არა ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? არა, არ ვცხოვრობთ! – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,არ მოკლათ თქვე უღმერთოებო, არ მოკლათ!” -გიგა მაქარაშვილი
მთავარი

ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. სააკაშვილის...

დაწვრილებითDetails

„რისი გაკეთება არ შეიძლება 12 ოქტომბერს” – ეზოტერიკოსის რჩევა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

` 12 ოქტომბერი, 2026 გარდამავალი ეტაპის, შემოქმედებისა და მსახურების დღეა. ამ დღის ენერგია წვრილ, უხილავ ხიდს ჰგავს წარსულსა და მომავალს შორის. ეს ის დროა, როდესაც სული გვთავაზობს, შევჩერდეთ, საკუთარ შინაგან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"