მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის მონაკვეთთან მდინარე ენგურში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ. ადგილობრივების თქმით, მიკროავტობუსი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
დაკარგული სოფელ იდლიანის მკვიდრია, რომელიც მესტია-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა. შემთხვევის დროს ის მიკროავტობუსში მარტო იმყოფებოდა.