პაპი ფრანცისკე გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად საავადმყოფოში დააწვინეს.
რომის პაპს სტენოზთან დაკავშირებული ნაწლავის ოპერაცია უტარდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა პაპს დიეტის დაცვის რეკომენდაცია მისცეს, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. წონის დაკლება 84 წლის ფრანცისკეს ხერხემლის ტკივილებს შეუმსუბუქებდა.










