ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი “ელზა” ფორმირდა, რომელიც აშშ-ს მიმართულებით გადაადგილდება.
ამ ეტაპზე ელზას ხუთიდან პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული, მისმა სიჩქარემ 130კმ/სთ-ს მიაღწია. ქარიშხალმა უკვე დაფარა ჰაიტი და დომინიკის რესპუბლიკა, უახლოეს მომავალში კი კუბას მიუახლოვდება.
ხელისუფლება ხალხს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მიუთითებს და მოუწოდებს არ დატოვონ სახლები. ჰაიტიზე და დომინიკის რესპუბლიკაში ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა.ზოგიერთი დასახლებული პუნქტი კი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.










