გაფიცულ მეშახტეებს მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებენ. ამის შესახებ დღეს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დირექორმა, რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, შეთავაზება ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით ძალაში დარჩება, რის მიხედვითაც დანამატს ის თანამშრომლები მიიღებენ, რომლებიც გეგმას 100%-ით შეასრულებენ.
“დიდი ხანია, ამ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა არ გვაქვს კონკრეტული ხედვა მოხდება თუ არა ხელფასის 300 ლარით თუ სხვა ოდენობით მომატება, რადგან ჩვენ შევქმენით პრემიებისა და ბონუსების გაცემის სპეციალური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100%-ით გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, დასაქმებულებმა აიღონ დანამატი, ზოგ შემთხვევას 300 ლარზე მეტიც”. – ამბობს მიხეილ სოცკი.









