,,ბოდიშით არათემატური ტექსტისთვის, მაგრამ თავს ვეღარ ვიკავებ!!! მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა “ჯორჯიან ექსპრესის”-გზავნილებზე ?? თითქმის თვე გახდება ამანათი გამომიგზავნეს და ერთ კვირაში ჩამოვიდა, მაგრამ 3კვირაა მე არ მიმიღია!!!?თან ავუხსენი, რომ გავდივარ ქალაქიდან და უმაგისოდ ვერ წავალთქო! მომსახურება აქვთ, რომ მოკვდე ტელეფონზე არ გიპასუხებენ!!!
მე დამემართა ასე რომ გამამწარეს თუ ხართ კიდე ვინმე მზგავსად გაბრაზებული მათზე?!
5წელია იტალიაში ვარ და ასეთი რამე, ამანათებზე არასოდეს შემმთხვევია!!!სირცხვილი თქვენ!!!???ეგ ამანათი თქვენ ნამუსზე იყოს,იქ ხომ აღარაფერი აღარ ივარგებს!!!უნამუსოები!!” – წერს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი და იქვე კომენტარებში უდასტურებენ, რომ ანალოგიური შემთხვევა ჰქონდათ :
,, ეგ ფირმა იყო ზუსტად, ასე გამამწარა მეც და დამპალი და დაობებული იყო ყველაფერი…რა თქმა უნდა გადავყარე ყველაფერი..თან ჩამოტანის ფულიც გადავიხადე. ისე ვიჯავრე მერე, მაგრამ უბრალოდ არეგონა თუ გაფუჭებული იყო…”.
როგორც ირკვევა, საფოსტო კომპანიების შერჩევას ემიგრანტები და არა მხოლოდ, მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.









