პოლიტიკოსი გოგი წულაიას საჯარო სივრცეში გამოჩენის შემდეგ, გაჩნდა მთავარი კითხვა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
,,ნორმალური, არამიშავს, ნორმალური, გავუძლებ ამ ხელისუფლებას, მომავალ ხელისუფლებას, კიდევ მომავალს და ამის შემდეგ, მერე ვილაპარაკოთ”-განაცხადა მეგატვ_ს საინფორმაციო პროგრამა ,,მთავარში” .
გოგი წულაიამ ისიც აღნიშნა, რომ ციხეში ყოფნის გამოცდილება მას დაეხმარება მომავალ საქმიანობაში, რომ რიგი საკითხი სხვაგვარად ჩანს და სხვაგვარად ფასდება.
გოგი წულაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მოძალადე არაა და წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ გრძნობს.









