კვიპროსზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Cyprus-Mail წერს.
ლიმასოლის რაიონის სოფელ ფასულასა და პალოდიას შორის ტყის მასივი იწვის.
ცეცხლი დღეს დილით, დაახლოებით 11 საათზე შენიშნეს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ხუთი სახანძრო მანქანა, ორი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი მონაწილეობს.









