მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას გირაო შეუფარდა.
ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ისინი გირაოს ოდენობის განსაზღვრას ელოდებიან. ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ არ გამოიყენა შერჩევითი მიდგომა და აღნიშნა, რომ მსგავსი საქმის შემთხვევაში განსასჯელს გირაო შეუფარდა და ამ შემთხვევაში, რადგან ბრალდებული ოპოზიციონერია განსხვავებულ მიდგომას არ გამოიყენებდა და მასაც გირაოს შეუფარდებდა.
გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა









