LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამთავრობო უწყებებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, რათა ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხისა და შიშის გარეშე შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება

,,მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის”-ელჩების ერთობლივი განცხადება

დაპოსტა 2021/07/01-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

დაიცავით შეკრების თავისუფლების უფლება თბილისში, 2021 წლის პრაიდის კვირეულზე, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ.

“მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს მოიცავს ლგბტქი+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები. 2014 წლიდან, საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ [1] გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის.

COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად.

ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს. არცერთ ბრალდებულს სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია, შესაბამისად, უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალდებულები იმ დანაშაულს, რასაც გამოძიება ედავება. საქმეში...

დაწვრილებითDetails

დოლარის ფასი შეიცვალა – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6708 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015...

დაწვრილებითDetails

22 წლის მარიამ საგინაძეს გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
22 წლის მარიამ საგინაძეს გლოვობენ
მთავარი

 მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მკვიდრი, 22 წლის მარიამ საგინაძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონა მძიმე სენს - ლეიკემიას ებრძოდა. მარიამს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან: „მხოლოდ სიკვდილს შეუძლია, სიცოცხლით სავსე თვალების ჩაქრობა… როგორ...

დაწვრილებითDetails

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა...

დაწვრილებითDetails

დაკავებული ორი პოლიციელი: ვლადიმერ გოდერძიშვილი და ივანე მისირელი ბრალს აღიარებენ და პატიებას ითხოვენ – დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილს გოდერძიშვილისთვის ქვის სროლას ედავებიან

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

პოლიციელი, რომელის მიმართაც დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილს ძალადობას ედავებიან, ვლადიმერ გოდერძიშვილია. მისმა ადვოკატმა ვანო სამხარაძემ გორის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, რომ გოდერძიშვილი ამ დრომდე კლინიკაში გადის მკურნალობას. სამხარაძე კიდევ ერთ პოლიციელს - ივანე...

დაწვრილებითDetails

სამუშაო სივრცეში უბედურ შემთხვევებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
“სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები ვერ ისარგებლებენ მცირე მეწარმის სტატუსით”-სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ ახალი კანონ პროექტი დადგინდა
მთავარი

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სამუშაო სივრცეში ფატალურ უბედურ შემთხვევებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა აჩვენებს, რომ აქედან უმეტესობა, 21 ფატალური შემთხვევა, ტრადიციულად მშენებლობის სექტორთან იყო დაკავშირებული....

დაწვრილებითDetails

პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული 6 პოლიციელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომას არცერთი ბრალდებული არ ესწრება

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

გორის რაიონულ სასამართლოში პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის - ალექსი ბადალოვის, ბესო მალაციძის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერი გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 36 ადამიანი მოიწამლა, საკვებში შეუსაბამობები გამოვლინდა – რას აცხადებენ კვების ობიექტში

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერიდან" აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო. დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, აერობული...

დაწვრილებითDetails

არ მგონია, ვინმეზე ნაკლებად მესმოდეს დროის მნიშვნელობა – რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფის სამკურნალო მედიკამენტზე

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

არ მგონია, ვინმეზე ნაკლებად მესმოდეს დროის მნიშვნელობა და ყველა საჭიროება, რაც პაციენტებს აქვთ - რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირს შევხვდი - ყველას სურვილია,...

დაწვრილებითDetails

შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა – დაჯარიმებულია გემი

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა – დაჯარიმებულია გემი
მთავარი

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"