კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” TV პირველის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.
Კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და “TV პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის სწრაფი და დროული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ.
დღეს, 2021 წლის 30 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში https://fb.watch/6sdeMGPclq/ ჩანს რომ მედიის წარმომადგენლებს წალკაში თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. Სამწუხაროდ, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავს დანაშაულებზე მყისიერი რეაგირება არ მოუხდენია. Რაც ერთგვარად ახალისებს მედიის წინააღმდეგ არსებულ აგრესიას.